რეზონანსი
18.08.2020

გარდაცვლილი გოგონას ახლობლის ინფორმაციით, გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედრებს ვიზუალური დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, ამიტომ ოჯახის ახლობლები უბედურ შემთხვევას განიხილავენ.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ბაია დაბალი მოაჯირიდან მტკვარში გადავარდა და შემდეგ, მისი გადარჩენა გიორგი შალამბერიძემ სცადა.

ბაია ბერუაშვილის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროდან თერჯოლაში, სოფელ ეწერში გადაასვენებენ, ხოლო გიორგი შალამბერიძე თბილისში, საკუთარ სახლში მიასვენეს.

ბაია წარმოშობით ქუთაისელია, ქუთაისში აქვთ საცხოვრებელი სახლი, ბოლო წლები მისი დედაც თბილისში მუშაობდა და ოჯახს თურმე გლდანში, ახალი ნაყიდი ჰქონდა ბინა.

"ბაია ძალიან მოწესრიგებული გოგო იყო, თბილი, უკარგესი ადამიანი. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ერთი პერიოდი "ბორმენტალში" მუშაობდა ფსიქოლოგად. მერე იყო ამ ბარის თანამშრომელი, მაგრამ როგორც შევიტყვე, ბოლო დროს კომპანია "ბილაინში" მუშაობდა. იქიდან წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, რატომ მოდიოდა არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, სექტემბერში უკვე მოდიოდა სამსახურიდან. ამ ბარში ახლა მუშაობდა თუ არა, არ ვიცი. სულ ვეხუმრებოდი, მაინცდამაინც ჯავახიშვილი უნდა დაგემთავრებინა ბარში რომ გემუშავა-მეთქი. სურდა თანხა მოეგროვებინა და თავისი ბარი ჰქონოდა.

როგორც ამბობენ, იქ მეგობრის დაბადების დღეზე იყო მისული, შეიძლება ბარის ყოფილ თანამშრომელს ჰქონდა დაბადების დღე და იქ მივიდა. ერთი ის ვიცი, რომ ნარკოტიკს არასდროს გაეკარებოდა, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, კარგი ოჯახის შვილი. განადგურებულები ვართ ამ ამბით. წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ბაია აღარ გვყავს. გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობდი, მაგრამ მასაც ყველა დადებითად ახასიათებს. რა მოხდა, არ ვიცით. როგორც ოჯახის წვერები ვარაუდობენ, სავარაუდოდ გადავარდა იქიდან, ან მიეყუდა რაღაცას და გადავარდა, შემდეგ ეტყობა ბიჭიც მისაშველებად გადავარდა. სხვა ვერსია არ გვაქვს. ის რომ ნასვამები იყვნენ, ცნობილია, ამიტომ უფრო მეტად განიხილება უბედური შემთხვევა", - ამბობს მეგობარი "კვირის პალიტრასთან"- სთან.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×