რეზონანსი
19.08.2020

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოიხსნება.

„დღეს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნულ ორ სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ეცნობება მოსახლეობას“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×