რეზონანსი
19.08.2020

მსოფლიოში COVID ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონ 300 000-ს გადააჭარბა, პანდემიას ამ დროისთვის საერთო ჯამში 785 000 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 15 მილიონამდე ადამიანი, ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთშია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 255 000 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ლეტალურ შემთხვევათა რიცხვმა 6 300-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნებს საზოგადოებრივი რეგულაციების დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან და კომპანიებთან, რათა ვაქცინის შექმნის შემთხვევაში ავირიდოთ ეგრეთ წოდებული ვაქცინის ნაციონალიზაცია, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა დროულად გაიაზრონ, რომ პანდემია კაცობრიობის საერთო მტერია და მისით სპეკულაციები მიუღებელია,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×