რეზონანსი
19.08.2020

"შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებითაც, დახმარებებითაც, ვერ იყოს ისეთი, როგორიც 2020 წელს იყო", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიზეზი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური პრობლემებია.

"მთავრობის წინა სხდომაზე დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა. აღნიშნული პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრებისგან. თუ გადავხედავთ 2017 წლიდან მოყოლებული როგორ იზრდებოდა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვეძლეოდა შესაძლებლობა, უფრო მეტი პროექტი განხორციელებულიყო, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, პრობლემები შეიქმნა როგორც ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში ეკონომიკური მიმართულებით. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია ის, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებითაც, დახმარებებითაც, ვერ იყოს ისეთი, როგორიც 2020 წლის იყო", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×