თამარ მუკბანიანი
19.08.2020

უკვე მესამედ, საქართველოს ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი 30 სექტემბრამდე გადაიდო. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ სამ ქვეყანასთან (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია) კონკრეტული ავიაკომპანიების რეისებზე.

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (30.09.20) - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული, „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ" მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია). შესაბამისად, თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების - Lუფტჰანსა-ს, AირFრანცე-ის და აირBალტიც-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სააგენტოს ცნობით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

„გამომდინარე იქედან, რომ ჩOVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიუხედავად არსებული შეზღუდვის გახანგრძლივებისა, თურქეთი 1 სექტემბრიდან ავიარეისებს აღადგენს საქართველოს, კერძოდ კი ბათუმისა და თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ თურქული გამოცემა Dაილყ შაბაჰ-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, თურქული ავიაკომპანია თურკისჰ Aირლინეს-ი იტყობინება რომ სექტემბრიდან არაერთი მიმართულებით განაახლებს რეისების შესრულებას. მათ შორის საქართველოს გარდა, არის ირანის, კანადის, მადაგასკარის, ლატვიის, ესტონეთის, ვიეტნამის, საუდის არაბეთის, ალჟირის, რუსეთის, ერაყის, ინდოეთის, იორდანიის, ლიეტუვას, აბუ-დაბის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების ქალაქებში.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მათ უკვე გაწერეს მომდევნო თვის განრიგი „ეროვნულ და საერთაშორისო ჯანდაცვის უწყებებთან ერთად საგულდაგულო მუშაობის შედეგად".

სავაიციო სფეროს სპეციალისტი, გიორგი კოდუა, იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც ნფორმაციის ნაკილებობა და თარირების მუდმივი ცვლა ავიაციას უქმნის.

„ჯანდაცვის მხრივ არის კარგი, მაგრამ ეკონომიკური კუთხით არის ძალიან მძიმე ვითარება იმიტომ, რომ ავიაკომოპანიები უკვე მერამდენე კონკრეტულ თარიღზე ელოდებოდნენ საზღვრების გახსნას. ყოველი დღე ავიაციისთვის ძალიან დიდი ზარალია. იმედია, რომ ერთ თვეში გაიხსნება. ევროპა უკვე გახსნილია ჩვენთვის დარჩა მხოლოდ მთავრობის მზაობა, რომ ავიაციაზე დაიწყოს ღია ცის წესებით მუშაობა", - აცხადებს ჰაბ ჯორჯია-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა ,,რეზონანსთან".

ავია მიმოსვლის შეზღუდვა, ყვლეაზე მეტად, ტრიზმის სექტორს აზარალებს.

პესიმისტურია ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის მოლოდინი. სფეროს წარმომადგენელი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა ბიზნესის მთავარი პრობლემა ისაა, როგორ გადაიხდიან საბანკო ვალდებულებებს შემოდგომიდან.

,,ჩემი აზრით, ოქტომბრშიც აღარც აღდგება ფრენა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი განწყობა, უბრალოდ, ვიცი, ავიაკომპანიები როგორ აბრუნებენ სექტემბრის ბილეთებსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ მეტი ინფორმაცია.

ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მათ შორის, როგორ გადავიხადოთ საბანკო ვალდებულებები სექტემბრიდან. ვინც შიდა ტურიზმითაა დაკავებული და უცხოელი სტუმრები არ ჰყავს, საგადასახადო მიმართულებით აქვს პრობლემა, მაგრამ ჩვენი მთავარი მოთხოვნა მაინც ინფორმაციაა. სწორი და სანდო ინფორმაცია გვჭირდება, რომლის მიხედვითაც დავგეგმავთ საქმიანობას, ეს კი არასდროს ხდება", - აღნიშნა სიდამონიძემ.

შეგახსენებთ, ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა და თან - საკუთარი ხარჯით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×