გვანცა წულაია
19.08.2020

საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა. ბოლო თვეების განმანლობაში, სამსახურის და შემოსავლის გარეშე უამრავი ადამიანი დარჩა. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მესამე და მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე კიდევ მეტად გაიზრდება.

2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ული პუნქტით გაიზარდა და 12.3% შეადგინა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5%-ული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3%-ული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2%-ული პუნქტით.

უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.

2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა ფაქტობრივად, ყველა სექტროს შეეხო. Mისი თქმით, ყველაზე მძიმედ, ეკონომიკური რეცესია, ტრუისტულ სექტორში დასაქმებულებზე აისახა.

"უმუშევრობის გაზრდა მეტ-ნაკლებად ყველა სეგმენტს შეეხო. ის, რომ ქვეყანაში შემცირდა წარმოების მოცულობა, ერთობრივი მოთხოვნა და მიწოდება, ამან იმოქმედა სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, რამაც გამოიწვია დასაქმების შემცირება და უმუშევრობის ზრდა. ეს შეეხო აბსოლუტურად ყველა სფეროს, როგორც რეალური სექტორს, ისე მომსახურებას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდნენ ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, რომლებსაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე ჰქონდათ გათვლები გაკეთებული. ფაქტობრივად მოხდა ეკონომიკის მრავალი სეგმენტის, თუ მთლიანად არა, გარკვეულწილად დაპაუზება. ფაქტობრივად, უმუშევრობის დონემ უფრო მეტად მოიმატა, ვიდრე ამან ჰპოვა შესაბამისი ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში.

თუ ბოლო თვეების დინამიკას შევინარჩუნებთ, მოსალოდნელია, რომ ვარდნა გასული წლის შესაბამის პირიოდთან შედარებით, შემცირეს. ანუ, ადგილი ჰქონდეს მეტი სამუშაო ადგილების შექნმას და არსებული უმუშევრობის დონის ერთგვარ შემცირებას. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში თუ, ჩვენ საქმე არ გვექნება პანდემიის მეორე ტალღასთან.

მთლიანობაში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი მესამე კვარტალში კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე გვქონდა მეორე კვარტალში. დაახლოებით გვქონდა 12.6%.

იმედი დავიტოვოთ, რომ ჩამოვცდებით ორნიშნა მაჩვენებელს და მეოთხე კვარტლის ბოლოსთვის და დავალთ იმ რიცხვზე, რომელიც სასურველი მაჩვენებელია", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

პანდემიამ საქართველოს მასშტაბით დასაქმების დონე შეამცირდა. ამ მხრივ სახარბიელო ვითარება კორონავირუსის გავრცელებამდეც არ ყოფილა, თუმცა ქვეყანაში უმუშევრობა ახლა უფრო მკვეთრად გაიზარდა, რადგან დარგი რომელზეც მთავრობა ეკონომიკურ სტრატეგიებს აწყობდა სრულად დაპაუზებულია. კორონავირუსის მეორე ტალღიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის ზრდა იქნება მესამე და მეოთხე კვარტალშიც.

ეკონომისტ, ზვიად ხორგუაშვილის განცხადებით, უმუშევრობის გაზრდა მოსალოდნელია. ამის პირველი მიზეზი პანდემიაა. მეორე კი, ის, რომ მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური სტიმულირების სწორი ნაბიჯების გადადგმა არ მომხდარა.

"უმუშევრობის მკვეთრად გაზრდა მოსალოდნელი იყო. უმუშევრობის ზრდის პირველი მიზეზია ის გარემოება, რომელიც კორონაკრიზისს გულისხმობს. მთელს მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობა იკლებს. შესაბამისად, ეს მოქმედებს საქართველოზე. რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილები მოსალოდნელი იყო, რომ დაიკარგებოდა. მაგრამ, მეორეს მხრივ, არის საკითხი თუ, რამდენად ღრმა ან მსუბუქი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს კრიზისი. ქვეყანაში ეკონომიკური სტიმულირების სწორი ნაბიჯების გადადგმა არ მომხდარა. რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენ იმაზე ღრმა კრიზისში შევაბიჯეთ, ვიდრე ველოდებოდით. ამას მოწმობს ის, რომ ყოველი თვის გავსლის შემდეგ, ის დეგეგმილი ეკონომიკური ვარდა, რაც უნდა ყოფილიყო უარესდება. აქედან გამომდინარე, უმუშევრობა იმაზე მეტია, ვიდრე იქნებოდა მაშინ, როცა ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა. მაგალითად, თუ შეამცირებდა გადასახადებს, მოხსნიდა რეგულაციებს, რაც ბიზნესს მისცემდა იმის საშუალებას, რომ გარკვეულწილად შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები ან ისეთი ტემპით არ დაეკარგა, როგორითაც დაკარგეს.

ყველაზე მეტად, პირველი დარტყმა მიიღო ტურისტულმა სექტორმა და მასთან დაკავშირებულმა ყველა ბიზნესმა. მაგრამ, კრიზისი საერთო ჯამში, ყველა სექტორს ეხება. კრიზისის დროს ეკონომიკის ყველა ნაწილი ზარალდება. შეიძლება თანაბრად არა მაგრამ, მკვეთრად.

ვინაიდან ჩვენ ეკონომიკური კლების ტენდენცია ისევ გვაქვს, რა თქმა უნდა, უმუშევროობის ზრდას უნდა ველოდოთ. უნდა ველოდოთ, ზოგადად ვითარების გაუარესებას, იმ მაკრომონაცემებით, რომელიც ქვეყანაში არის. იქნება ეს დასაქმება, კურსთან დაკავშირებული სახითხები, სიღარიბესთან თუ სხვა. დიდი ალბათობით, ჩვენ გვექნება ეკონომიკური ვარდნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ კვარტალში ის პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, კვალ გაგრძელდება", - უთხრა "რეზონანსს" ზვიად ხორგუაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×