
ბახმაროში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.
“ბახმაროში სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ 67 წლის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავა!
გიორგი გაბედავა: “გამოძახებაზე მისვლის დროს ქალბატონმა გვითხრა, რომ დაახლოებით 8 საათი ტკიოდა გული. იმ წამსვე გადავწყვიტეთ, რომ კლინიკაში გადაგვეყვანა. გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა…
დაუყოვნებლივ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. გაუჩერებლად ვატარებდით მანიპულაციებს და ბოლოს, ქალბატონის გულისცემა აღდგა, სუნთქვაც დაიწყო… ეს ჩემთვის უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ადამიანს გული ავუმუშავეთ.”
#გვეამაყება ჩვენი ეკიპაჟის წევრები – გიორგი გაბედავა, შორენა ლაბაძე და ნუგზარ ბენდელიანი, რომლებმაც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
გილოცავთ წარმატებულ სამედიცინო მანიპულაციას და მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისთვის! -წერს სოციალურ ქსელში ავთანდილ თალაკვაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე