
"განსაკუთრებული ფერისცვალება ჩვენი მარიამისთვის", - წერს თავის გვერდზე ცნობილი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მეუღლე პიარსპეციალისტი ნათია გედენიძე. იგი მისი
ქალიშვილის პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს დააღნიშნავს, რომ სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტმა მისი ქალიშვილის, მარიამ გედენიძის წერილი წაიკითხა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში თანადგომა აღუთქვა.
"ამ პოსტის მერე გაიგებს ჩემი მადლობის ადრესატი, თუ ვინ იყო ის 19 წლის მარიამი, რომელმაც ათონელზე საფოსტო ყუთში ჩააგდო წერილი, სადაც უკანასკნელ იმედად პრეზიდენტი მიაჩნდა, ადამიანი, რომელსაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქვს საფრანგეთში გატარებული და ესმის რას ნიშნავს სხვა ქვეყანაში სწავლა და ცხოვრება.
მიუხედავად პრეზიდენტის დატვირთული გრაფიკის და საფოსტო ყუთში უამრავი წერილისა, ამ ქალბატონმა სრულად წაიკითხა მარიამის წერილი და პირადად გაცნობა ისურვა, რასაც საჩუქრად საკუთარი სახსრებით თანადგომა და მომავალი მხარდაჭერა მოაყოლა.
დიდი მადლობა პირადად ქალბატონ სალომეს, თქვენ დღეს არც იცოდით, რომ ამ საჩუქარს იმ გოგონას უკეთებდით, ვისი მშობლების სიმართლის ყოველთვის გჯეროდათ და მათი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების დღეს უზენაეს სასამართლოში მობრძანდით. იქ შეგხვდით ერთხელ და დღეს ბედნიერებით სავსე გამოაცილეთ ათონელის რეზიდენციიდან ჩვენი შვილი.
სასწაულებიც ხდება და ყოველთვის მჯეროდა რომ მეც გავიზიარებდი ამას!
Salome Zourabichvili თქვენ ეს შეძელით!", - ნათია გედენიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე