რეზონანსი
20.08.2020

ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა და ბიძამ მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველთან” მერსედესის მგზავრების შესახებ ისაუბრა. ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ ძირითადი აქცენტების მერსედესზე გადატანას ცდილობს.

„თავიდან გავდივართ 23 ტომს. გვინდა  ვინც დასასჯელია დაისაჯოს და არაფერი გამოგვეპაროს. რაც შეეხება მერსედესს, მაპატიეთ სხვა გამოსავალი არ მაქვს უნდა ვთქვა. ვისაც  ამ თემასთან მერსედესის მიბმა უნდა იმას კარგად გამოსდის, რადგან როგორც ჩანს დარჩა კითხვები. მას უნდა აქცენტები გადავიდეს მერსედესზე, რომელსაც შემდგომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ დაადასტურებს. მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ  ჟვანია და მერსედესი იქ არ იმყოფებიან. სულ არ ვიცი ვინაა ეს ჟვანია, ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს და ვისაც ვიპოვი აღარ გამოვახედებ ციხიდან, მაგრამ მტკიცებულებით. ვაი ჟურნალისტების გარდა დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით პროფესიონალს, რომელიც მეტყვის რომ მერსედესთან დაკავშირებით  ლეგიტიმური ეჭვი არსებობს, თორემ მე მასწავლკიან დაჭერას?“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×