
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, თბილისის ყველა ოლქში ცნობილია ხელისუფლების, ოპოზიციის საერთო შეთანხმებით დასახელებული და დანარჩენი მსხვილი ოპოზიციური პარტიების მაჟოროიტარობის კანდიდატები. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" მაჟორიტარების შანსებზე საუბრობს, მისი თქმით, ვაკე ერთადერთი ოლქია სადაც შეიძლება ოპოზიციის კანდიდატმა მოიგოს.
„რა ინფორმაციაც ჯერჯეორბით არსებობს, ყვლაზე მაღალი კონკურენცია არის საბურთალოზე, სადაც არამხოლოდ ცნობადი, არამედ გარკვეულწილად პოპულარული სახეებია დასახელებეული და პროცესი შესაძლოა მთლად დასრულებული არ იყოს.ამასთანავე, ძალიან დიდი შანსი საბურთალოზე აქვს ხელისუფლების წარმომადგენელს და ალეკო ელისაშვილს, ვფიქრობ, რომ მეორე ტურში ეს ორი კანდიდატი გავა.
„სხვა ოლქები ჯერჯერობით ასეთი მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა რადგან ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ" ვაშაძესთან ერთად ისანში საკუთარი კანდიდატურაც დააასახელოს, მაშინ იქნება საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება. კახიშვილი, ჭიჭინაძე და ის ვისაც დაასახელებს ან მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა" იქნება, ყველაზე რეიტინგული სამი კანდიდატი. ამ შემთხვევაში ვაშაძეს გარანტირებული მეოთხე ადგილი აქვს ან ისიც არ აქვს. ისნის ოლქში ვფიქრობ, რომ ფაქტიურად თანაბარი შანსები აქვთ კახიშილს, ჭიჭინაძეს და „ნაცმოძრაობის" კანდიდატს.
„დიდუბეში ალბათ მეორე ტური ქინება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით დასახელებული კანდიდატებიდან ალბათ ვოლსკი და ანა დოლიძე გავა მეორე ტურში. არამგონია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ კონკურენცია გაუწიოს დოლიძეს. თუმცა, აქაც მნიშნელოვანია ის, რომ თუ რეალურად მხარს დაუჭერს „ნაციონალუეი მოძრაობა" და გერთიანებული ოპოზიცია ჯაფარიძეს და არა განცხადებით, მაშინ ალბათ მეორე ტურში სწორედ ჯაფარიძე და ვოლსკი იქნება. N
„ვერ გეტყვით რა ვითარება იქნება ნაძალადევში. საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მე ვვარაუდობ, რომ თითქმის ყველგან იქნება მეორე ტური და თითქმის ყველაგან გავა ხელისუფლების კანდიდატი. ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ოლქში მან ვერ გაიმარჯვოს. მთავარი არის ვინ ქიენბა მისი საპირწონე და ამ საპირწონესთან მიმართებაში რამდენად იქნება ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი.
„არამგონია, რომ კობერიძის დასახელება ძალიან შეარყევს ხოშტარიას რეიტინგს ვაკეში. „ნაციონალური მოძრაობა" ჯერჯერობით მაინც თავს იკავებს. ესენი არიან დასახელებული კანდიდატები, მაგრამ ჯერ რეგისტრირებულნი არ არიან. პროცესი ისე ვითარდება, რომ არ გამოვრიცხავ „ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის ყველა ოლქში დაასახელოს კანდიდატები. შესაბამისად თუ „ნაციონალური მოძრაობა დაასახელებს კანდიდატებს ხოშტარიას მხარდაჭერა მაშინ მცირდება. თუ „ნაციონალები" დაასახელებენ კანდიდატს შეიძლება ვაკე აღმოჩნდეს სრულიად ოპოზიციური ოლქი, ანუ მეორე ტური ჩატარდეს ხელისუფლების კანდიდატის გარეშე, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ სუსტია. ეს ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს თბილისის ოლქებში სადაც ოპოზიცია მოიგებს. დღევანდელ ვიტარებაში ხოშტარია ლიდერია ვაკის ოლქში, მაგრამ საბოლოო სურათი ჯერჯერობით არ გავაქვს", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან".