ია აბულაშვილი
21.08.2020

„გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბება, აფიქსირებს საერთო პოზიციას, რომ არ შევა კოალიციაში ქართულ „ოცნებასთან". ანუ აღიარებს, რომ „ოცნება" პირველ ადგილზე გავა და კოალიციის შემქმნელი იქნება. ასე რომ არ ფიქრობდნენ, მაშინ რატომ იქნებოდა საჭირო მემორანდუმი?" - ასე აფასებს კონტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიის ახალ ინიციატივას, რომ მომავალ პარლამენტში კოალიციას არ შეუქმნის „ოცნებას".

„გაერთინებულმა ოპოზიციამ" ორი სახის დეკლარაციის გაფორმების გადაწყვტილება უკვე მიიღო, რომლის თანახმადაც ვალდებულებას იღებენ ერთმანეთის ხმები დაიცვან, ასევე აიღებენ ვალდებულებას, რომ „ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შეუქმნიან.

„ყველა პარტიას აქვს სურვილი გადალახოს 1%-იანი ბარიერი, ამიტომ ისინი ეძებენ საუკეთესო გზებს, როგორ მოიპოვონ მანდატები. ბევრ პარტიას იმედი აქვს რომ გადალახავს, მაგრამ ჩემი აზრით, მანდატების განაწილების პროცესში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 10 პარტია.

რაც შეეხება მემორანდუმს, „გაერთიანებული ოპოზიცია", რომელიც ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბება, საერთო პოზიციას აფიქსირებს, რომ არ შევა კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან", ანუ აღიარებს, რომ პირველ რიგში გავა „ქართლი ოცნება" და იქნება კოალიციის შემქმნელი. ასე რომ არ ფიქრობდეს, მაშინ რაში იქნებოდა საჭიროა მემორანდუმი? ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არასდროს შევა კოალიციაში „ოცნებასთან" და პირიქით, „ოცნება" არ შევა კოალიციაში „ნაციონალებთან". მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „ლელო" და „ევროპული საქართველო" შევიდნენ კოალიციაში „ოცნებასთან". ეს მემორანდუმი არის პოლიტიკური სახის დოკუმენტი, რომლის დარღვევაც შეუძლია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას.

კოალიციური მთავრობა, მომავალ პარლამენტში შეიძლება იყოს, რადგან 50-60%-ს, როგორც „ოცნების" ლიდერები აცხადებენ, ვერ აიღებენ. პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად ალბათ 35%-ს აიღებენ. სკეპტიკურად ვუყურებ „ნაციონალების" ანცხადებებსაც, 40%-ს ვერ აიღებენ. „ლელოს", რომელსაც აქვს პრეტენზია მესამე პოლიტიკურ ძალად გამოცხადების და მათი ლოზუნგია „არც მიშა და არც ბიძინა", დიდ იმედს არ ვამყარებ, მესამე ძალა არ გამოვა. ახლად შექმნილი პარტიაა, მდიდარი ადამიანები არიან, ბევრი ფულიც დახარჯეს, მაგრამ ადამიანები მაინც უყურებენ როგორც ბანკირებს და მათ მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვთ. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს", 10%-ზე მეტს ვერ აიღებენ.

რა თქმა უნდა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო სუბიექტების კონფიგურაცია შეიცვლება, მაგრამ სექტემბრის ბოლოს ყველას გვეცოდინება ვის რა შანსები აქვს. ჩემი ღრმა რწმნით, მაინც ორი ძირითადი სუბიექტი იბრძოლებს პირველ-მეორე ადგილისთვის. პირველ ადგილზე გავა „ოცნება", მას გააჩნია ადმიანისტრაციული რესურსი, უზარმაზარი ფული თუ დასჭირდა, და დიდი ამბიციები," - განაცხადა „რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×