მარიამ ნებულიშვილი
21.08.2020

31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ახალი შერეული სისტემით 120/30-ზე და 1%-იანი ბარიერით. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მთავრობის ფორმირება ვერ მოხდება, პოლიტიკური პარტიები უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ ან კოალიციები ვერ ჩამოყალიბდება? ამ შეკითხვებით „რეზონანსმა" კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მიმართა.

როგორც ხმალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, პროცედურულად, ჯერ გამარჯვებულმა პარტიამ უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუ მათმა კანდიდატმა პარლამენტის ნდობა ვერ მოიპოვა, ასეთ შემტხვევაში უკვეე პარლამენტმა უნდა წარმოადგინოს ახალი კანდიდატი, თუ ამ ახალმა კანდიდატმაც ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, ასეთ შემთხვევაში უკვე საქმე რიგგარეშე არჩევნებამდეც მიდის.

„კონსტიტუცია ამბობს ესეთ რამეს, რომ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, ანუ იმ პარტიამ, რომელიც პროპორციულში და მაჟორიტარულში ჯამურად ყველაზე მეტ მანდატს მოაგროვებს, თუმდაც მას არ ჰქონდეს უმრავლესობა, პრეზიდენტს უნდა შესთავაზოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და პრეზიდენტმა ეს კანდიდატურა უნდა წარუგინოს პარლამენტს. შემდეგ ამ კანდიდატმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის სავარაუდო შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ამ მთავრობისადმი ნდობას. თუ ამ მთავრობამ ნდობა ვერ მიიღო, მაშინ უკვე არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირის განმავლობაში პარლამენტმა უკვე თავად აირჩიოს პერემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენების უფლება ექნება პარლამენტის წევრთა 1/3-ზე მეტს ანუ 50-ზე მეტმა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას. ეს ნიშნავს, რომ ორზე მეტი კანდიდატი ვერ იქნება ვერანაირ შემთხვევაში და შემდეგ პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მისთვის ნდობის გამოცხადებას. თუ ამ ორ კვირაში ან ვერ წარადგინა პარლამენტმა კანდიდატი, ან ნდობა თუ ვერ გამოუცხადა, მაშინ მესამე კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა უნდა დაითხოვის პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

„რეალურად ეს ყველაფერი არის ასე, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება, მაგრამ თუ ამ პირველ ადგილზე გასულ პარტიას არ აქვს 76 ან მეტი მანდატი, ან თუ პარლამენტში შესული სხვა პარტიების წარმომადგენლებისგან მას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა. მაშინ პირველ ადგილზე გასული პარტიის მიერ კანდიდატის წარდგენა ფაქტობრივად არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა და ეს განწირულია ჩასავარდნად. ამის მერე, უკვე ცხადია, რომ უნდა შეგროვდეს რაღაც უმრავლესობა და მის მიერ წარდგენილ კანდიდატს ექნება გარანტია იმისა, რომ ის მიიღებს რაღაც ნდობას. მაგრამ თუ ისე დალაგდა, რომ პარლამენტში შესულმა პარტიებმა ვერ მოახერხეს ერთმანეთთან მოლაპარაკება უმრავლესობის შესაქმნელად, მაშინ ამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენა და ნდობის გამოცხადებისთვის კენჭისყრა ფაქტობრივად იქცევა ფორმალურ პროცედურად, რადგან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამიტომ, ერთ წარდგენა იქნება, მეორე წარდგენა იქნება, ვერცერთი ვერ მიირებს ნდობას და დაინიშნება. რიგგარეშე არჩევნები", - თქვა ვახტანგ ხმალაძემ.

როგორც ხმალაძე ამბობს, რთული სათქმელია კონკრეტულად რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ის არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირებული პარტიები ერთ კოალიციაში აღმოჩნნენ.

„ჩემი აზრით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა და უკვე შემდეგ მოხერხდება თუ არა კოალიციური უმრავლესობის შექმნა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ, რომელი პარტია, რამდენი დეპუტატით შევა პარლამენტში. იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად შეიძლება რაღაც ვარაუდების გამოთქმა. მაგალითად, „ქართულ ოცნებასთან" ერთად ვინ მოინდომებს უმრავლესობის შექმნას, ან „ნაციონაულრ მოძრაობასთან" ვინ იქნება. თავად ევროპულ პრაქტიოკას თუ გადავხედავთ ჩვენ გვინხავს ისეთი შემთხვევები იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარებულიყო, ისეთი პარტიები შეთანხმებულან კოალიციური უმრავლესობის შექმნაზე, რომელთაც მანამდე არასდროს არ ჰქონიათ არანაირი კოალიცია და პირიქით, ყოველთვის ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებულნი ყოფილან", - აღნიშნა ხლამაძემ.

ხმალაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნებმა შეიძლება საპარლამენტო სურათი სრულიად შეცვალოს, რაც ზოგიერთ პარტიას სარგებელს მოუტანს. ამიტომ, შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნები პარტიების ინტერესში შედიოდეს.

„რაღაც ნაწილს შეიძლება ხელს აძლევდეს რიგგარეშე არჩევნები. ასეთ დროს ამომრჩეველი, როგორც წესი, იცვლის აზრს. მაგალითად უყურებს იმას, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიასთან კოალიცია არავის არ სურს და ამის გამო დაინიშნა არჩევნები და ახლა თუ მხარს დაუჭერენ ამ პირველ ადგილზე გასულს, მაშინ იგივე სიტუაცია იქნება. თუმცა, შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ვირაცებმა ვინც მისცეს ხმა ისეთ პარტიებს ვინც სულ რაღაც 2-3 კანდიდატი გაიყვანეს და ამ კანდიდატებმა დაიკავეს ისეთი პოზიცია, როპმ უმრავლესობა ვერ შეიქმნა და გამოიწვია რიგგარშე არჩევნები. მაშინ შეიძლება ამ პარტიების ამომრჩევლებმა აღარ მისცეს მათ ხმა და მისცეს პირველ ადგილზე გასულს. ანუ ბევრ რამეზე იქნება ეს დამოკიდებული და წინასწარ იმის თქმა თუ რა მოხდება ძალიან რთულია", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×