რეზონანსი
22.08.2020

მსახიობი ბაია დვალიშვილი იუბილარია. ბაიკო 60 წლის გახდა. მსახიობი დედისა და რეჟისორი მამის შვილი ამბობს, რომ მშობლების ჩრდილი დღემდე მოჰყვება. 18 წლის ასაკში გათხოვებასაც შინაგან პროტესტს აბრალებს. ჯიბრზე შექმნილი ოჯახის საძირკველი ქვიშასავით მალე იშლება და ასე მოხდა ბაიას შემთხვევაშიც. მეორედ, ქართული გაგებით, გვიან იქორწინა. ჰყავს ქალიშვილი.

"მე ვარ მსახიობი, რომელიც საერთოდ ვერ ვტირი, ვერც ეკრანზე, ვერც სცენაზე. ვერა... გინებით ყველაფერზე ვიგინები. თან ხშირად. ხმამაღლაც, მარტოც, ახლობლებთანაც.

ისე არ მოვკვდები, რომ პლანი არ გავსინჯო. როგორც ვიცი, პირველად ისეთ წრეში უნდა გასინჯო, რომ არავისთან არ გქონდეს “იზმენა”. ამიტომ ახლობლების წრეში გავსინჯავ – თქვა “მძიმე კაცთან” მსახიობმა.

მსახიობი იმასაც ამბობს, რომ სიკვდილზე სულ ეფიქრება. 

"შვილი პატარა მყავს და არ მინდა ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ მისი გზაზე დაყენება ვერ მოვასწრო. ამაზე სულ მეფიქრება…" - ამბობს ბაია დვალიშვილი.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×