რეზონანსი
22.08.2020

ლენტეხის სოფელ ტვიბში, სადაც ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, ადამიანები მდინარეზე მაშველებს დროებითი სამაშველო საბაგირო მაგისტრალის საშუალებით გადაჰყავთ. საბაგირო გზით სოფელ ტვიბის რამდენიმე მკვიდრმა უკვე ისარგებლა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

მძიმე ტექნიკა სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელ, წაღებულ ხიდთან არ გამოჩენილა. ლენტეხში ამ დროისთვის კვლავ წვიმს.

სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლასკადურამ, ჩორშურამ და მუხრამხიდები და გზები დააზიანა, ხუთი სოფელი - დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიბი და მუცდი გარესამყაროს მოწყვეტილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×