რეზონანსი
22.08.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილის სამ მაღალჩინოსანს მიმართავს, აღიარონ დანაშაული.

„სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! გირჩევნიათ გონს მოეგოთ, გეყოთ ვაჟკაცობა, რამეთუ ცოდვა გამხელილი სჯობსო და თქვენ თვითონვე აღიაროთ ჩემი შვილის მკვლელობა, რომ ფილმ "მონანიება"სავით არ დაგემართოთ.

ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები, თუ როგორ ჯგუფურად მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემ გეგმებით აღსავსე შვილს სიცოცხლე. ისევ მე ვუფრთხილდები თქვენი შვილების სიცოცხლეს, რადგანაც მტერსაც არ გისურვებთ ასეთ სატანჯველს და მეორეც იქნებ ისინიც თამუნასნაირი ანგელოზები არიან.

თქვენი სიცოცხლის გაწირვა გერჩივნოთ. ნეტა მე შემეძლოს ჩემი შვილისთვის ადგილის გაცვლა,"- წერს სოციალურ ქსელში თეონა თამაზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×