რეზონანსი
22.08.2020

ვერძი

დღეს შესაძლოა სამსახურში თავი კარგად წარმოაჩინოთ, შესრულებული სამუშაოსთვის მიიღებთ საჩუქარს და შექებასაც დაიმსახურებთ.

კურო

შესაძლოა დღეს მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, შესაძლოა შეიცვალოთ პროფესია და საქმიანობაც კი.

ტყუპები

სამყარო შანსს გაძლევთ გამოიყენოთ ცხოვრებაში თქვენი უჩვეულო ხედვა და შესაძლებლობები. თქვენი ენერგიულობა და საქმისადმი დამოკიდებულება აუცილებლად დაფასდება.

კირჩხიბი

შესაძლოა თქვენში სრულიად განსხვავებული თვისებები აღმოაჩინოთ, ყოფიერების საიდუმლოსა და სულიერ სიღრმეებს ჩაწვდეთ.

ლომი

თქვენთვის იღბლიანი დღეა, ყოველგვარი ფიზიკური თუ გონებრივი შრომის გარეშე შესაძლოა სრულიად უანგაროდ მიიღოთ დიდი საჩუქარი.

ქალწული

დღეს შესაძლოა თქვენში შემოქმედმა გაიღვიძოს, წერეთ ლექსები, ხატეთ, შექმენით რაიმე განსაკუთრებული. შესაძლოა შეიცვალოთ საქმიანობის სფერო, საცხოვრებელი გარემო. გამოაღვიძეთ თქვენში მიძინებული ნიჭი.

სასწორი

ყველაფერი ჩვეული გზით ვითარდება, მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი გაბრკოლებთ და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მოსვენებას გაკარგვინებთ.

მორიელი

მატულობს თქვენი თავდაჯერებულობა, რწმენა ხვალინდელი დღისა, შეძლებთ საკუთარი გეგმების, პერსპექტიული იდეებისა და ჩანაფიქრების რეალიზებას.

მშვილდოსანი

შეუპოვრად და თავდადებულად, წინ მიიწევთ მთელი ძალებით მიზნის მისაღწევად. ეს მხიარული და ფერადი თავგადასავლების, შემოქმედებითი აღმავლობის დროა.

თხის რქა

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, შეიცანით საკუთარი სული. სამყარო თქვენგან მანკიერი თვისებების გამოსწორებას მოითხოვს. მოდუნდით და გადაერთვეთ სასიამოვნოზე.

მერწყული

მოსალოდნელია კამათი, დისკუსია, სკანდალებიც კი, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, იმაზე თუ რა მიმართულებებს მისცემთ სიტუაციას, განიზრახავთ მშვიდობას თუ ბრძოლას.

თევზები

ყურადღებით შეარჩიეთ თანამოაზრეებსა და მეგობრებზე, შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი პოზოციის მართებულობის დამტკიცება. იმოქმედეთ გონივრულად და მოზომილად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×