რეზონანსი
23.08.2020

13 წლის ილია ფილფანს 35-ე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სვანეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად კვლავ გრძელდება.

სამძებრო სამუშაოები მდინარის ნაპირას და წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×