რეზონანსი
23.08.2020

გადაუღებელი წვიმის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქასრისწყალი დაიტბორა, რომელიც ტერიტორიულად დედოფლისწყაროში მდებარეობს. სკოლის დირექტორ გიორგი ბუღრიძის ინფორმაციით, წყალი საჯარო სკოლის შენობასა და საცხოვრებელი სახლებში შევარდა. გადანაგურებულია საოჯახო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

„საკლასო ოთახები და პირველ სართულზე შენობის თითქმის ყველა ოთახი წყალში დგას,. საიდან მოვიდა ამხელა ღვარცოფი არ ვიცი, ასეთი რამ აქ არ მახსოვს. საშინელება ხდება. ახლა ვცდილობ საჯარო სკოლის ინვენტარი და შესაბამისი დოკუმენტაცია გადავარჩინო",- ამის შესახებ "ქრონიკას" სკოლის დირექტორმა განუცხადა.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ წუთებში ტექნიკის მობილიზება ოპერატიულად ხდება, რის შემდეგაც დატბორილ სოფელში შევა და სალიკვიდაციო სამუშაოს დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×