რეზონანსი
23.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, გამოძიებისგან მიიღეს თანხმობა, რომ გარკვეული პირები ხელახლა დაიკითხებიან.

„დღეს არაფერზე არ მიმიღია პასუხი. მწყემსის შვილის დაკითხვა არ მომეწონა, ადრე ფორმალურად იყო დაკითხული და მოვითხოვეთ ხელახლა დაკითხვა როგორც მისი ასევე, სხვა პირების და ამ მოთხოვნაზე მივიღეთ თანხმობა. საქმის დამატებითი დეტალების გაცნობა დღეს ვერ მოვასწარი”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება და შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

„დღეს მოვითხოვე მუხლის გადაკვალიფიცირება და მითხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხს ველოდებით დღის ბოლოს და მაშინ გადაკვალიფიცირდებაო”, - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×