რეზონანსი
23.08.2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, დროებითი გზის მოწყობის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მესტიის მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში დაზიანებულია ადიშთან დამაკავშირებელი გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგული დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა გუშინვე მოხერხდა.

საპრევენციო სამუშოები ასევე ჩატარებულია და გზა გახსნილია ლენჯერის და მულახის თემებშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის სოფლებში პრობლემები გუშინ შექმნა, ადიდებულმა მდინარეებმა და წარმოქმნილა ღვარცოფებმა ძირითდად პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურას შეუქმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×