რეზონანსი
23.08.2020

სტიქიით დატბორილ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟების მობილიზება მოხდა. მაშველები სტიქიის ეპიცენტრში ახლა ინტენსიური რეჟიმით მუშაობენ.

ამ წუთებში დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან და საჯარო სკოლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბის სამუშაოებს ახორციელებენ.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ წყლის დონემ დაიკლო, ამიტომ სოფლის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ შესვლა შეძლო, რომელიც ღვაცოფისგან დაზიანებულ მონაკვეთებს აქტიურად წმენდს.

სოფელი კასრისწყლის ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში დატბორილი იყო. მოსახლეობის თქმით, მიზეზი რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმა გახდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×