რეზონანსი
24.08.2020

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი შატილში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ავარიით გარდაცვლილთთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას, არ არსებობს სიტყვები რითაც შეიძლება ამ ტრაგედიის შემსუბუქება“.

მესხიშვილი, სამძიმრის შემდეგ, საქართველოს საგაზაო უსაფრთხოების პრობლემებზე ამახვილბს ყურადღებას. ამბობს, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრხოების მხრივ სიკვდილიანობა ძალიან მაღალია. მისივე თქმით, სახელმწიფო  „შავი წერტილების“ აღმოფხვრას ვერ ახერხებს რადგან, უმოქმედო და არეფექტურია.

„დიდი ხანია, ამ ქვეყანაში მოშლილია საგზაო უსაფრთხოება. მასზე პასუხისმგებელი უწყებაც კი არ არსებობს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა განესაზღვრათ ასეთი სტრუქტურა ყურიც კი არავის შეუბერტყია. არ ინერგება ევროდირექტივები, არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, არ ხდება „შავი წერტილების“ აღმოფხვრა, კანონის აღსრულება უსუსტესია და ა.შ.

და რა გვაქვს შედეგად? ყოველწლიურად 500 გარდაცვლილი და 10 000-მდე დასახიჩრებული ადამიანი! დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს! მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას.

იღუპებიან ბავშვები, ქალები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო ტრაგედიებზე?!

გვაქვს უფუნქციო სახელმწიფო სტრუქტურები თავისი თანამდებობის პირებით, რომლებიც ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ ყოველ წელს 500 დაღუპულზე და ათასობით დასახიჩრებულ ადამიანზე. და ბოლოს, გვყავს საზოგადოება, რომელიც შეეგუა და მიიჩნევს, რომ „ავარიაში გარდაიცვალა“ ეს ცხოვრების ნორმაა, უბრალოდ უბედური შემთხვევაა და ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ზუსტად ამ დამოკიდებულების გამო გვაქვს კატასტროფული სურათი!“ - წერს დავით მესხიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×