რეზონანსი
24.08.2020

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის დედის ბრალდებას პასუხობს, რომელიც მას საქმის გაყალბებასა და გამოძიებისთვის არასწორი მიმართულების მიცემაში ადანაშაულებს.

როგორც მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, ახლა ყველა ცდილობს მკვლელის იარლიყის მოშორებას.

"საერთოდ, წარმოდგენა აქვთ გამოძიებაზე? მე რა ჩიხში უნდა შევიყვანო გამოძიება, როდესაც მათ თავისი მიმართულება აქვთ.

ახლა ყველა ცდილობს, რომ არ გამოვიდნენ მკვლელები და შემდეგ ნიკოლაძეს დააბრალონ. მე ადვოკატიც არ ვარ ფუნქციით ამ საქმეში, უბრალოდ, ვახმოვანებ დედის და მამის პოზიციას,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×