
შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოცდილი გიდი და მწერალი ალექსანდრე პაიკიძე ეხმაურება.
მისი თქმით, გზაზე მომხდარი ტრაგედიების 90%-ზე მეტი სწორედ ე.წ. შიდა ტურების დროს ხდება. პაიკიძე მომხდარს მძიმე ეკონომიკური კრიზისით ხსნის და ამბობს, რომ გადატვირტული გრაფიკის დროს ადამინების ყურადღება ეფანტებათ და უსაფრთხოებაზე პასუხს ვეღარ აგებენ. იძულებით მუშაობა კი მინიმალურ ანაზღაურებაზე, ოჯახების რჩენის გამო უწევთ.
„ცოტა გრძლად გამომივა, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა გუშინდელი ტრაგედიის მიზეზები.
თავიდან გეტყვით, რომ ტურიზმის ძირითადი და პირველი სტანდარტი არის - უსაფრთხოება.კვებითი უსაფრთხოება, განთავსების უსაფრთხოება, ლოკაციის შერჩევის უსაფრთხოება და ცხადია - სატრანსპორტო უსაფრთხოება.
მხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტიდან გამომდინარე დგება ტური და მარშუტი.განვაგრძოთ.
მიუხედავად ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი ჭეშმარიტი განმარტებისა, ასებობს ძალიან დიდი - მაგრამ.ხოლო ეს მაგრამ არის - საქართველო.
ზედმიწევნით დუხჭირი ქვეყანა.
ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეში 16-17 (ხან უფრო მეტი) საათი მუშაობა ან გიდს ან მძღოლს სურს და სიამოვნებით აკეთებს ამას?
ცხადია არა.
გზაზე მომხდარი ტრაგედიების 90% მეტი სწორედ ე.წ. შიდა ტურების დროს ხდება.რატომ?
იმიტომ რომ ჩვენი ღარიბი მოსახლეობა დაბალი გადახდის უნარით არის „დაჯილდოებული“.ამის შედეგია 40 ლარიანი ტურების ასეთი პოპულარულობა.
გუშინდელი ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი, სწორედ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.მე არ ვამბობ, რომ სტანდარტები არ უნდა დავიცვათ, პირიქით, ხმალამოღებული ვიბრძვი ამისთვის!უბრალოდ იმას მოგახსენებთ, რატომაც უწევს მძღოლს 16 საათი საჭესთან ყოფნა.ოჯახი, შვილები, კომუნალურები, ბანკის ვალი და ამ ყველაფერსწელს დამატებული რვა თვიანი სრული უმუშევრობა!
შიმშილის და ვალების შიშმა მოახდინა ეს უსაშინლესი ტრაგედია!
მე თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს, წარმოდგენაც კი მზარავს რა ხდება მათ გულში და გონებაში.მე სამძიმარს ვუცხადებ ჩემი კოლეგის ოჯახს, რომელიც 17 საათი მხიარული უნდა იყოს, არ გაჩუმდეს, არ დაიღალოს, ყურადღება არ გაეფანტოს და ეს ყველაფერი იმ ორ შაურად, რომელიც მის ოჯახს გამოკვებავს.მე სულით და გულით ვწყევლი ყველას, ვისაც ჩემი ქვეყნის და მისი მოსახლეობის გაუბედურებაში წილი მიუძღვის!“ - წერს ალექსანდრე პაიკიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე