
შატილში უმძიმეს ავარიაში მოყოლილი დების - მედეა და ხატია დევსურაშვილების მეზობელი, ჟურნალისტი და ბლოგერი მარი ჯაფარიძე საზოგადოებას ხატიასთვის ლოცვას სთხოვს.
„საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში... გუშინ, შატლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი... მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია... მძიმედაა... ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ... მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს... ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო... რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს... რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში. მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა... თუ ვინმეს ძალგიძთ, ილოცეთ ხატიას გამოჯანმრთელებისთვის და ახლად შესვენებული მედეასთვის. გული მაქვს გაგლეჯილი. ღმერთო, შვილები ყველას კარგად უმყოფე... ყველას!“ - წერს ჟურნალისტი.
ამჟამად, ხატია დევსურაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძვის სიკვდილს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე