რეზონანსი
24.08.2020

საქართველოს პირველი არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა.

ტელევიზიის თანამშრომლები შენობაში უკვე შეუშვეს.

"შენობა მთლიანად შემოწმებულია. როგორც სამართალდამცავებმა გვითხრეს აქ ყოფნა და მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოა. შესაბამისად, ჩვენი ჟურნალისტები უკვე შეუდგნენ მუშაობას და 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავა. დარწმუნებული ვარ, ზარის ავტორი იდენტიფიცირებული იქნება,"- აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი.

დღეს ტელევიზიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ბომბი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×