რეზონანსი
24.08.2020

საქართველოში ავტოკატასტროფების შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება, ათასობით კი სხეულის მძიმე/მსუბუქ დაზიანებებს იღებს.

უკანასკნელი შემთხვევა შატილის გზაზე მოხდა, სადაც ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, 3 კი მძიმე მდგომარეობაში თბილისის საუნივესიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ავარიებში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი საკმაოდ შემაშფოთებელია. 2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

რაც შეეხება ბოლო 2017-2019 წლების სტატისტიკას, ასე გამოიყურება:

2017 წელი

ავტოსაგზაო შემთხვევა - 6 079

დაიღუპა - 517 ადამიანი

დაშავდა - 8 461 ადამიანი

2018 წელი

ავტოსაგზაო შემთხვევა - 6 452

დაიღუპა - 459 ადამიანი

დაშავდა - 9 047 ადამიანი

2019 წელი

ავტოსაგზაო შემთხვევა - 5 839

დაიღუპა - 481 ადამიანი

დაშავდა - 7 921 ადამიანი

წყარო: შსს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×