რეზონანსი
24.08.2020

"წახვედი და დამტოვე შენი ღიმილის, სითბოს და ჩახუტების გარეშე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შატილის გზაზე გარდაცვლილ, ხატია ზაალიშვილის დეიდა წერს.

"რა მწარეა დეის გულო ამ ტკივილის გაძლება, უშენობა დეი. მიხაროდა, რომ მირეკავდი და მეძახოდი - დეი მომენატრეო. წახვედი და დამტოვე შენი ღიმილის, სითბოს და ჩახუტების გარეშე. სული მეწვის დეის გულო. ცხოვრება თითქოს დამთავრდა, რა ვუთხრა რით ვანუგეშო შენი გაუბედურებული მშობლები, შენი საამაყო ძმა, ან შენი ნამცეცა. შენ ხომ უზომოდ გიყვარდა სიცოცხლე, შენ ხომ ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ჩემი დემტეტეს გამო ყველაფერს გავაკეთებო. მტკივა იმის გაფიქრება, რომ ჩამოვალ და აღარ დამხვდები. მინდა გულში ჩაგიკრა, როგორც ყოველთვის და გითხრა, რომ ჩემი გული და სული ხარ. ვაიმე, მინდა ვიყვირო და ვიღრიალო, რომ ჩემი ფერია აღარ მყავს. იქნებ გაიგონო დეი, იქნებ დამიძახო და მითხრა, რომ მოგატყუესო დეი," - წერს ხატია ზაალიშვილის დეიდა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×