რეზონანსი
24.08.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის დედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბრალდებულის მშობელი მას საქმის გამყალბებლად ასახელებს.

ნიკოლაძის თქმით, მასთან სალაპარაკო არაფერი აქვს.

"ამას აკეთებს "ნაციონალურ მოძრაობა", მისი პირდაპირი სურვილია გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და ამისგან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა" - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ "ტვ პირველთან"

მისი თქმით, იმ 20 ტომში, რაც იქ იყო, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩაიდინეს ტოიოტას მგზავრება, სხვა არაფერი იკვეთება.

"ეს შემიძლია ზუსტად ვთქვა.ამათ რომ ჰკითხო, ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს ხალხი მათ გამოძიებას, სინამდვილეში კი ისეთ მოძველებულ რამეს გვიჩვენებენ, რაც ათასჯერ არის ნათქვამი და ამოწურული. ჯერ ხიდზე ორი კაცი ვინ დაინახა, ვერ გეტყვით, მახარაძე ჯდება მანქანაში და მიდის ხიდებთან. იგივე მახარაძე შემდგომში ტრიალდება და ის გადადის. რაზე აპელირებენ? ეს არის სასამართლოში მათთვის არგუმენტი?

საკმარისზე მეტი საფუძველია იმისთვის, რომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს. გუშინ ვუყურებდი ეთერში და დღემდე ვერ გაარკვიეს მერსედესი სად არის. არადა, ჩხუბობენ, რატომ მერსედესის მგზავრებს არ აბრალებენო. სად არის და საქმეში დევს და მე არ გეტყვით, იპოვეთ." - დასძინა ტელევიზიასთან მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×