რეზონანსი
25.08.2020

23 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში კორონავირუსით  52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას  დაავადების მე-14 დღეს მიმართა, მანამდე ის სიცხის დამწევი საშუალებებით სახლში თავად მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით იმის გამო, რომ ეს სოფელ ლაბრაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის მე-5 შემთხვევაა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ამ სოფელში 14 დღით საკარანტინო რეჟიმი დაწესდეს.

ამ ეტაპზე, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები250 აღწევს. გარდაცვლილია 4.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×