რეზონანსი
25.08.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარეს, თაკო ჩარკვიანს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

როგორც სამადაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, თუ ვინმემ ოპოზიციური შეთანხმება დაარღვია, ეს მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეა, რომელმაც ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

„ქალბატონ თაკო ჩარკვიანს არანაირი შანსი არ აქვს ამ მაჟორიტარული ოლქის მოგების, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ხსნის კანდიდატურას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ მის და გიორგი ვაშაძის ირგვლივ ოპოზიციის ნაწილის განწყობები სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკური სიძლიერიდან გამომდინარეობს.

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დარღვევას და ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გადაწყვეტს, მას ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×