რეზონანსი
25.08.2020

ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთს ებრძვის, „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ოპოზიციურ პარტიებში არსებულ ვითარებასა და მათ ერთიანობას ეხმიანება.

მისი შეფასებით, ოპოზიცია იმედს უცრუებს და კარგავს ოპოზიციურ ამომრჩეველს.

„ოპოზიცია, რომელიც სხვა ოპოზიციურ ლიდერებს ებრძვის, იმის ნაცვლად, რომ ბოლოს და ბოლოს საარჩევნო კამპანიით დაკავდეს, იმედს უცრუებს და კარგავს ოპოზიციურ ამომრჩეველს, რადგან მათ თვალში ისინი საქმის კეთების ნაცვლად ერთმანეთის დაძირვით არიან დაკავებულნი;

ოპოზიცია, რომელსაც ორიენტირები არევია: მთავარ სამიზნედ ივანიშვილის ნაცვლად გიორგი ვაშაძე გაიხადა და არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებელ ენერგიას თავისივე ოპოზიციონერი კოლეგების წინააღმდეგ მიმართავს, ამ გზით მხოლოდ დამარცხებისთვის ემზადება;

ვაშაძეს რა უჭირს, ამ თქვენი კრიტიკის და თავისი აქტიურობის ფონზე მთავარი ოპოზიციური ფიგურა გახდა, მაგრამ ერთმანეთზე წასეული ოპოზიცია ამ ტაქტიკით დამარცხებას რომ იახლოვებთ, ნეტა შიგნით თუ ხვდება ვინმე?!

საჭეს მიხედეთ, საჭეს, სანამ კიდე გვიან არ არის!“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×