რეზონანსი
25.08.2020

ჟურნალისტი ვახო სანაია შატილის გზაზე დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ შატილის გზაზე არა მარტო ტურისტული კომპანიების და ტრანსპორტის, არამედ პირადი მანქანით გადადგილებაც კი საშიშია.

„ჩემი აზრით, მაგ გზებზე, შატილი იქნება ეს თუ თუშეთი, ვაბშე არ შეიძლება გაშვება ერთი მანქანისაც კი. ნამყოფი ვარ და უბრალოდ კოშმარია. მძღოლის ერთი შეცდომა და ყველაფერი დამთავრებულია. უფრო მეტიც, შეიძლება, შეცდომაც კი არ იყოს საჭირო. ნუ, ტურისტული კომპანიები და ტრანსპორტი კიდეც ცალკე ამბავია. საერთოდ რომ დავანებოთ თავი ტურისტულებს, აი მეგობრები რომ წავიდნენ საკუთარი მანქანით, ეგეც არ შეიძლება. მოკლედ, მაგ გზაზე გადაადგილება არის სიკვდილთან თამაში. ესაა ჩემი აზრი“- წერს ჟურნალისტი ვახო სანაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×