რეზონანსი
25.08.2020

შატილის გზაზე მომხდარმა ტრაგებიამ, საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე პრობლემები უფრო მკვეთრად წარმოაჩინა. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობის და რეგულაციების არარსებობა, იაფი ტურები უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც მსგავს ტრაგიკულ შემთხვევეს ხელ უწობს და რომლის დროზე მოგვარებაც აუცილებელია.

ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების სისტემა ფაქტობრივად, არ არსებობს. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად ასობის ადამიანი იღუპება, ხოლო ათასობით სხეულის მძიმე/მსუბუქ დაზიანებებს იღებს. შემაშფოთებელია ავტოსაგზაო შემთხვევების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური სტატისტიკა.

2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი, დაშავდა.

რაც შეეხება ბოლო 2017-2019 წლების სტატისტიკას, ასე გამოიყურება: 2017 წელი: ავტოსაგზაო შემთხვევა - 6 079. დაიღუპა - 517 და დაშავდა - 8 461 ადამიანი. 2018 წელი: ავტოსაგზაო შემთხვევა - 6 452. დაიღუპა - 459 ადამიანი, დაშავდა - 9 047. 2019 წელი: ავტოსაგზაო შემთხვევა - 5 839. დაიღუპა - 481, ხოლო დაშავდა - 7 921 ადამიანი

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს სამინისტრო, რომელიც საზგაო უსაფრთხოებას გააკონტროლებს.

"ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ დღესდღეობით, საგზაო უსაფრთხოებას ერთი პასუხისმგებელი ორგანო არ ყავს. უნდა არსებობდეს შესაბამისი ორგანო, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს, რადგან ახლა ყველა ერთმანეთისკენ იშვენს თითს. საბოლოოდ კი, გამოვიდა, რომ გვყავს 17 გარდაცვლილი და არც ერთი დანმაშავე.

რომელიმე ერთი სამინისტრო უნდა იძლეოდეს დავალებას, რომ ყველა დანარჩენმა ორგანამ აღასრულოს ის, რაც საგზაო ურაფრთხოებისთვის მოითხოვს კონკრეტული სამინისტრო. ვფიქრობ, ასე იქნება სწორი, რადგან ახლა ხდება ასეთი რამ - ყველა იძახის, რომ პასუხისმგებლობა მათ არ ეხებათ. ტურისტულმა კომპანიან კი, რა უნდა ქნას, როცა მას არანაირი რეგულაცია არ აქვს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობის ყველაზე უფრო დიდი წილი მძღოლთან იკვეთება, რადგან ყველაზე კარგად მან იცოდა, იყო თუ არა ტრანსპორტი გამართული ან გაუმართავი. თუნდაც ის, რომ ტრანსპორტი გადატვირთული იყო და ბევრი მგზავრი ყავდა, ესეც მძღოლმა იცოდა. ისივე როგორც, გზების პრობლემა. ამიტომ, მძღოლმა არსებული სიტუაცია მაქსიმალურად უნდა გააკონტროლოს ხოლმე. მაგრამ, პრობლემა ისიცაა, რომ მძღოლმა შესაძლოა, არც კი იცოდეს, რას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, რადგან დღევანდელ სტანდარტში, რომლითან მართვის მოწმობის გამოცდები ისწავლება და შემდეგ ბარდება, არაა მოთხოვნა, რომ მძღოლმა რამე იცოდეს. მძღოლი, რომელიც მით უმეტეს მგზავრებს ატარებს, უნდა იყოს კვალიფიცირებული, რასაც სამწუხაროდ, დღევანდელი სისტემა ვერ იძლევა.

საქართველოში ყველა ტურისტულ ლოკაციამდე მისასვლელი გზები უნდა იყოს უსაფრთხო. სხვანაირად ტურისტები ვერ მომრავლდებიან. გარდა იმისა, რომ გარდაცვლილ ოჯახებს არაფერი არ ეშველებათ, ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდია, რადგან პოტენციური უცხოელი ტურისტი, როდესაც მსგავს სურათს ხედავ, ნაკლებად მოუნდება საქართველოში ჩამოსვლა. ამიტომ, უნდა არსებობდეს საგაზო უსაფრთხოებაზე მომუშავე პასუხიმგებელი ორგანო, რომელიც მინიმუმ, გააკეთებდა ჩანიშვნეს, სად უნდა იყოს დამცავი ჯებირები და ა.შ. საქართველოში ბევრი ლოკაცია ინფრასტრუქტურულ გამართვას საჭიროებს. მაგრამ, იმიტომ, რომ არავინ არ არის პასუხისმგებელი, დროში იწელება და გვყავს უამრავი გარდაცვლილი", - უთხრა "რეზონანსს" მევლუდ მელაძე.

მსგავსი ტრაგედიებისას უამრავი პრობლემა იკვეთება, რომლის მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტურის დაგეგმვისას, აუცილებელია, ყველა ნიუანსის გათვალისწინება, რომელიც მგზავრობას სრულიად უსაფრთხოს გახდის.

რეგულაციების გარდა, მნიშვნელოვანია, მოგზაურობის მსურველებმაც გაითვალისწინონ ის, რომ იაფი ყოველთვის კარგს არ ნიშნავს და უსაფრთხოების ნორმების დაცვა მოითხოვონ იმ ტურისტული კომპანიისგან, რომლის სერვისსაც ყიდულობენ.

მსგავსმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა კი, შესაძლოა, ტურისტულ განვითარებას ხელი შეუშალოს. იმ ქვეყანაში კი, სადაც ტურიზმი პრიორიტეტია, მაქსიმალურად უნდა მოხდეს იმ ხელისშემშლები გარემოებების მოგვარება, რომელიც მის განვითარებას შეაფერხებს.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია პირდაპირ აცხადებს, რომ მსგავსი ტრაგედიები, შიდა ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის.

"მსგავსი ტრაგედიები, შიდა ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის პრობლემატურია. მოგზაურობის ორგანიზებისას საჭიროა, უფრო მეტად მოწესრიგებულობა. არ შეიძლება, რომ ყველა ისეთმა სატრანსპორტო საშუალებამ იაროს ტურისტებთან ერთად, რომელიც შემოწმებული არ არის. ევროპაშიც იყო მსგავსი შემთხვევები მაგრამ, მიიღეს მკვეთრი ზომები და მდგომარეობა გამოსწორდა. მაგალითად, მთელი წლების განმავლობაში, გერმანიაში, ტურისტები ღამით იღუპებოდნენ და ამის შემდეგ, მათ ღამით ვიზიტორების გადაყვანა აკრძალეს.

ვფიქრობ, რომ შიდა ტურიზმს, სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან დიდი დახმარება სჭირდება. მაგალითად: საკანონმდებლო უზრუნველყოფა, რომელიც ხელ შეუწყობს ტურიზმის უსაფრთხოებას. ჩვენთან მიღებული არ არის რეგულარულად შემოწმება, როგორც ფირმის ტრანსპორტის ისე, დაქირავებულების. ისინი ვისაც, ტურისტული ტრანსპორტი ჰყავთ, უნდა იყვნენ რეგულაციის ქვეშ მოქცეულნი. აუცილებლად უნდა შეამოწმეონ ყველა ის ტრანსპორტი, რომელიც ტურისტების გაყადვანაზე მუშაობს.

უბედური შემთხვევები ყველგან ხდება. ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. მგარამ, ქართული მოვლენა ისიც არ არის, რომ ძალიან მოწესრიგებულები ვიყოთ. ერთი ავარიის შედეგად, თითქმის, იმდენივე ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიც კორონავირუსმა იმსხევრპლა საქართველოში. ეს საშინელებაა. ამიტომ, კანონმდებლობა უნდა მოწესრიგდეს. მოგზაურობის წესები უნდა გამკაცრდეს. ყველაფერი უფრო დეტალურად უნდა გაიწეროს. საქართველოში ტურიზმის სრული კანონმდებლობა არ არსებობს. პირდაპირ დღესვე უნდა მიეცეს დავალება იუსტიციის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ კანონმდებლობა წესრიგში მოიყვანონ. ეს, რა თქმა უნდა, ავარიებისგან ბოლომდე არ დაგვისაც მაგრამ, ბევრად შეამცირებს ტრაგედიებს.

თანაც, რაშიც გვაქვს კანონმდებლობა გაწერილი, ისიც არ კონტროლდება. ამიტომ, აუცილებლად უნდა არსებობდეს ორგანოზები, რომლებიც პასუხმისგებელი იქნებიან შემოწმებაზე და გაკონტროლებაზე. აუცილებლად საჭიროა კანონმდებლობა და მისი სისრულეში მოყვანა", - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×