რეზონანსი
25.08.2020

საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი „ტვიტერში“ სამძიმრის წერილს ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო.

„დღეს თბილისში, ჩვენი საელჩოს თავზე დაშვებულია დროშები, რადგან ვგლოვობთ შატილის გზაზე ადამიანების ტრაგიკულ გარდაცვალებას. ჩვენი გულითადი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობას“, – ნათქვამია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ულრიკ ტიდესტრომის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×