
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის და, ნათია აბჟანდაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას იხსენებს, თუ როგორ დაურეკა წინა დღეს ძმამ და როგორ ითხოვდა ბავშვი დახმარებას იმის გამო, რომ მამა ეჩხუბებოდა. როგორც გარდაცვლილის და ყვება, მამა ბავშვს წინა დღითაც ეჩხუბებოდა.
„მამაჩემს დაუწყია ყვირილი, ჩემს ძმას შეშინებია, დარეკა მამაჩემმა, დედაჩემს ეუბნებოდა ფულს ხომ გამომიგზავნიო. დედაჩემმა უთხრა თვის ბოლომე არ მექნება ფულიო. კარგიო და გაგვითიშა ტელეფონი. ამის შემდეგ მამაჩემს დაუწყია ჩხუბი სახლში, ჩემს ძმას შეშინებია და ასულა ბიძასთან.
მერე გადასულა მამაჩემი ბიძაჩემთან, სასწრაფოდ გადმოდი ავთო სახლშიო. მერე დარეკა ჩემმა ძმამ, სახლში ვარ, თუ რამე დაგირეკავ და მიშველეო. თუ მამამ ყვირილი დაიწყო პოლიციას გამოუძახეო. შემდეგ გვითხრა მამამ დაიძინა და კარგად ვარო.
მეორე დღეს დილით ვურეკავდით ჩემ ძმას და ტელეფონზე არ გვპასუხობდა. შემდეგ გადმოგვირეკა ჩემმა ძმამ ფულს ხომ გამოაგზავნითო, ამ დროს კი მამაჩემმა მოგვაძახა, რომ ვერც შენ და ვერც დედაშენი შენი ძმის ხმას ვეღარ გაიგონებთ ვერც ახლა და ვერც ვერასოდესო.
რატომ არ გამოუძახეს პოლიციას ყველამ? მე საბერძნეთიდან როგორ უნდა გამომეძახა პოლიცია? მე როცა გავიგე ამბავი, უკვე მკვდარი ყოფილა“,- ამბობს ნათია აბჟანდაძე.