რეზონანსი
26.08.2020

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა, შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასზე ძალადობის ბრალდებებს არ ეთანხმება.

გარდაცვლილის მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ ზესტაფონის სასამართლოში, პროცესზე მცირე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შვილთან „იშვიათი“ ურთიერთობა ჰქონდა.

"მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? - თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა“, - განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ პროცესზე, პროკურატურის შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×