რეზონანსი
26.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არ მოდუნებულა და მკვლელებს ყურადღებას არ მოაკლებს.

თამაზაშვილი მისი შვილის მკვლელებს ემუქრება და აცხადებს, რომ დანაშაულის დამფარავებს მკვლელებზე უარესი ცოდვა მიუძღვით.

“მკვლელებო!!!

არ გეგონოთ მოვდუნდი და დამავიწყდით. ნუ გეშინიათ ყურადღებას არ მოგაკლებთ. ისევე შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ  გულში ლახვარს,როცა არ მოელოდებით.

როგორც თამუნას მოექეცით,რომელმაც არ იცოდა სიკვდილთან შესახვედრად თუ მიდიოდა. აქამდე თუ ჯოჯოხეთად გიქციეთ ცხოვრება აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით. თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ სატანებო!!! და თუკი ვინმემ რამე იცით და ხელს აფარებთ მკვლელებს, მაშინ მკვლელებზე უარესი ცოდვა მიგიძღვით” – წერს თეონა თამაზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×