რეზონანსი
27.08.2020

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას ცოლი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“ძაან მიყვარს ოპერატიული მანქანა რომ მომყვება, მანქანას ვაჩერებ, ლამაზად გადმოვდივარ, ფოტოებს ვუღებ და მერე დაბნეულს (გაჩერდეს, არ გაჩერდეს) – მე მივყვები უკან.

P.S. თან რამდენს სდიონ აღარ იციან –

მე ცალკე ვმოძრაობ, ნანა ცალკე, გიგა ცალკე. ჯერ სად არიან, თავბრუ უნდა დავხვიო” – წერს ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილის ამ პოსტს მალევე გამოეხმაურა ფოთის მერიის თანამშრომელი მინდია ბარამია, რომელმაც ჩერგოლეიშვილის ბრალდებებს ასე უპასუხა:

“ქალბატონო თამარ, მე მინდია ვარ ფოთიდან. ვმუშაობ ფოთის მერიაში, თქვენი გამოქვეყნებული მანქანა ჩემი პირადი საკუთრებაა. გთხოვთ აიღოთ ჩემი მანქანის ფოტოები თქვენი კედლიდან და ნუ მაბრალებთ სისულელეებს!!!”

მარშალპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×