რეზონანსი
27.08.2020

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თეა წულუკიანს აკრიტიკებს. იგი ამბობს, რომ წულუკიანის გადაწყვეტილების გამო თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინ ვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს, რაც მისი აზრით მავნებლობაა.

"წულუკიანის მავნებლობის, უცოდინრობის, ქალების ჩაგვრის და სიბნელის კიდევ ერთი გამოვლინება...ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ 1 წელი არ არის გასული ქორწინებიდან ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან... ანუ მარტო თუ ხარ შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი უნდა ილოდო ერთი წელი როდის გავა და შენი სამედიცინო შანსები კიდევ უფრო შეამცირო იმიტომ რომ თეას ესე ნებავს... კაცის და გათხოვების გარეშე. მოკლედ არაფრად აგდებს ქალებს“, - წერს მარიამ კუკუნაშვილი.

მას მალევე მხარი აუბა "მავარის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ:

"ჯერ ერთი, იქნებ სულ არაა ქალი ქორწინებაში და არსაიდანაა ერთი წელი დასათვლელი, და ამ დროს რა ხდება, საერთოდ ვერ გააჩენს ინ ვიტრო გზით? - ვერაო, გვპასუხობს, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან. ანუ, მარტოხელა ქალს, სპერმა ბანკის მეშვეობით შვილის გაჩენა საერთოდ აუკრძლა!!! და თუ არ ჰყავს პარტნიორი კაცი, საერთოდაც თუ ლესბოსელია და არც უნდა რომ ყავდეს?!

ან ქორწინებიდან ერთი წელი რას ნიშნავს? ხანდაზმული წყვილებისთვის ყოველ დღეს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ინ ვიტრო განაყოფიერებისას?!

ეს ადამიანი არის აუშვიცის მწამებელი ნაცისტი, სულით დამპალი მყაყი, პოტენციურად ასიათასობით ადამიანის ბედნიერების მომსპობი და ასიათასობით ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინების ამკრძალავი თავისი ერთი ხელმოწერით!", - წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×