რეზონანსი
27.08.2020

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან ისნის რაიონში, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი კახი კახიშვილის სახით და ის არის უალტერნატივო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან, კახა კალაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„ცხადია ოპოზიციაში დაპირისპირება და უთანხმოება არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვართ მმართველი პარტია გვაქვს საარჩევნო კამპანია და არ ვაპირებთ ოპოზიციური პარტიების უთანხმოებასა და გადაწყვეტილების ვერმიღებაში ჩარევას. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან ისნის რაიონში, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი კახი კახიშვილის სახით და ის არის უალტერნატივო," - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×