რეზონანსი
27.08.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ კორონავირუსი ტორნადოა, რომელსაც გრძელი კუდი აქვს და რომელმაც უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

ჰანს კლუგეს განმარტებით, ახალგაზრდებს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდამ, შესაძლოა, მოწყვლად მოსახლეობას შორის ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდოს.

„არ გვსურს ზედმეტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა ეს ერთ-ერთი სცენარია: რაღაც ეტაპზე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის უფრო მეტ შემთხვევებს ვიხილავთ", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა.

ჰანს კლუგემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინაა დაუმარცხებელი.

„შესაძლოა, ახალგაზრდები კორონავირუსისგან არ გარდაიცვლებიან, მაგრამ ეს არის ტორნადო გრძელი კუდით და ეს მრავლობითი დაავადებაა", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×