რეზონანსი
27.08.2020

კომუნიკაციების კომისიამ "მედია-კავშირი ობიექტივი" დააჯარიმა. დაჯარიმების მიეზეი ტელევიზიაში გასული გადაცემა გახდა. გადაცემა რუსულ ენაზეა, რის გამოც ტელეკომპანია 5 000 ლარით დაჯარიმდა.

"საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას "ყველას გასაგონად", რომელიც "ობიექტივის" ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა,"- წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×