რეზონანსი
28.08.2020

ამ ყმაწვილკაცის ტელე და ვიდეო გამონათებები არასერიოზულ სახეს ღებულობს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

„კლიპს მოვკარი თვალი, მხოლოდ ერთი რამ აკლდა, ხორბლის ყანაში გაევლო და ხორბლის თავთავებისთვის ხელი გადაეტარებინა გლადიატორ მაქსიმუსივით.

კაცი ძებნილია, მოქალაქეობაზე უარი თქვა, რაც თავი მახსოვს სულ მოდის და აბა სადაა? ეს შოუს ელემენტები უფროა იმ ყმაწვილკაცის განცხადებებში, ვიდრე საქმე", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×