რეზონანსი
28.08.2020

ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, მაგრამ მისი სიმპტომატიკის გაუმჯობესება დაიწყო. ამის შესახებ ბერლინში კლინიკა Charité-ის ექიმებმა განაცხადეს.

მათივე ცნობით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, მიერთებულია ხელისვნური სუნთქვის აპარატზე და კვლავ ხელოვნურ კომაშია.

კლინიკის პრესრელიზის მიხედვით, ნავალნის საერთო მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, მაგრამ უშუალოდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თუმცა, პაციენტის მოწამვლის სიმძიმიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება", - აცხადებენ სპეციალისტები.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოდან იმყოფება მას შემდეგ, რაც ის ტომსკიდან მოსკოვისკენ მიფრინავდა და თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. ამის გამო, თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×