რეზონანსი
28.08.2020

ევროკავშირის 27 ქვეყანა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ქვეყნის უცვლელი პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის და მას ახლა, მოკავშირედ ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთი დარჩა.

ალექსანდრ ლუკაშენკო სულ უფრო მეტად ბაძავს მის რუს კოლეგას, რომელიც მზად არის საპრეზიდენტო პოსტის შენარჩუნებისთვის ლუკაშენკოს პოლიციელებიც კი გაუგზავნოს. დასავლეთის კრიტიკისა და ნატოს წვრთნების საპასუხოდ "ბატკად" წოდებულ ბელარუსის ლიდერს, არმია მზადყოფნაში მოჰყავს და დასავლეთ საზღვრებთან გადაჰყავს.

ალექსანდრე ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ მასშტაბური აქციების უკან, რომელიც ბელარუსში მეცხრამეტე დღეა მიმდინარეობს, დასავლეთი დგას.

ლუკაშენკო არ ინდობს დასავლელ ჟურნალისტებსაც, გუშინ მინსკში ადგილობრივი და უცხოელი 20 რეპორტიორი დააპატიმრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×