რეზონანსი
28.08.2020

საპატიმროდან გამოგზავნილი მორიგი წერილით ნიკა რევაზიშვილი შაქარაშვილის მკვლელობაში რაიმე ბრალს კვლავ უარყოფს და აცხადებს, რომ საქმეში დევს მისი ყოფილი თანამესაკნის კობა ჩითიძის ცრუ ჩვენება. მისი განცხადებით რომელსაც „კურიერი“ ავრცელებს რევაზიშვილის თანამესაკნე იტყუება. 

როგორც ბრალდებულ რევაზიშვილის ძმა ამბობს   მისი ძმის საკანში  მოთავსების შემდეგ მალევე მასთან  ვინმე  კობა ჩიტიძე შეიყვანეს, რომელიც ბევრ საეჭვო კითხვას სვავდა.  ჩიტიძეს  ცოტახანში დაატოვებინეს საკანი, ხოლო ამ პიროვნების შესახებ რევაზიშვილმა ადვოკატს აცნობა. 

ახლა რევაზიშვილი დარწმუნებულია რომ საქმეში მის წინააღმდეგ მიცემული ჩიტიძს ჩვენება დევს. 

გიორგი შაქარაშვილის ბიძა დარწმუნებულია, რომ ნიკა რევაზიშვილი და მისი ოჯახი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას შემდეგ გააქტიურდნენ რაც პროკურატურამ მკვლელობის ნაწილში ახალი შუალედური დასკვნა დადო რომელშიც, მას გაგნიძესთან ერთად შაქარაშვილის გზის საპირისპირო მხრიდან დახვდრას აბრალებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×