რეზონანსი
29.08.2020

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-ს შეადგენს.

„7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევსთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტრაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ შეცვლილა. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 82%. კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×