რეზონანსი
29.08.2020

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 29 აგვისტოს 50 წლის გახდებოდა. ის გასული წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხა­დუ­რის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ ხა­დუ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"5 სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბა სრუ­ლად საკ­მა­რი­სია ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის და დო­კუ­მენ­ტე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. წერა მიყ­ვარს და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შემ­თხვე­ვა­ში პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტე­ბი ვა­კე­თო. ძი­რი­თა­დად ნო­დოს­თან გა­ტა­რე­ბულ იმ უნი­კა­ლურ 14 წელ­ზე ვწერ; მეხ­სი­ე­რე­ბას ხში­რად ვა­წუ­ხებ და მო­გო­ნე­ბე­ბის სი­ტყვე­ბად ქცე­ვას ვა­ი­ძუ­ლებ. ინ­ფორ­მა­ცი­ის და მო­გო­ნე­ბე­ბის და­ვი­წყე­ბის შიში მაქვს. მე­ში­ნია ერთ დღეს გაღ­ვი­ძე­ბის და იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის, რომ ბევ­რი რამ აღარ მახ­სოვს. შე­სა­ბა­მი­სად ამ ში­შის და­მარ­ცხე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი სწო­რედ ჩემი ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა მგო­ნია.

მოკ­ლედ, ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ძველ ჩა­ნა­წე­რებს და თით­ქმის და­ვი­წყე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ვი­პო­ვე:

"მამა სულ კი­თხუ­ლობ­და. თა­ვი­სუ­ფალ დროს ან კი­თხუ­ლობ­და, ან­დაც შე­მეც­ნე­ბით გა­და­ცე­მებს უყუ­რებ­და და ასე "ირ­თობ­და" თავს. უხა­რო­და მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ ას­წრდებ­და დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას და ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით იღი­მო­და ხოლ­მე. (*ნე­ტავ წა­მით მა­ინც და­მა­ნა­ხა მისი ოდ­ნავ ნა­მი­ა­ნი, ან­თე­ბუ­ლი და ფა­რუ­ლი სევ­დით გაჟ­ღენ­თი­ლი თვა­ლე­ბი*)

კუთ­ვნილ შვე­ბუ­ლე­ბას წე­ლი­წად­ში ერთხელ იყე­ნებ­და, ისიც მაქ­სი­მუმ ერთი კვი­რით. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ მახ­სოვს ოდეს­მე სა­მუ­შაო რე­ჟი­მი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა; არას­დროს ის­ვე­ნებ­და. ერთ-ერთი ასე­თი "შვე­ბუ­ლე­ბის" დროს, სა­წოლ­ზე იწვა და ჟიულ ვერ­ნის "ყი­ნუ­ლის სფინ­ქსს" კი­თხუ­ლობ­და. მე მი­სა­ღებ ოთახ­ში ვი­ჯე­ქი, რო­დე­საც სა­ძი­ნებ­ლი­დან ნო­დოს ჩვე­უ­ლი კის­კი­სი მო­მეს­მა. გა­მიკ­ვირ­და, ასეთ სე­რი­ო­ზულ ნა­წარ­მო­ებ­ში რაზე გა­ე­ცი­ნა-თქო და გა­დავ­წყვი­ტე მე­კი­თხა. შე­ვე­დი თუ არა შე­მომ­ხე­და და ღი­მი­ლით მი­თხრა: "თით­ქმის და­ვას­რუ­ლე, მე კი ახლა გა­ვი­ზა­რე, რომ ეს წიგ­ნი წა­კი­თხუ­ლი მაქ­ვსო." ერ­თად დიდ­ხანს ვი­ცი­ნეთ."

რო­გორ მწყინს ნო­დოს მო­ნატ­რე­ბუ­ლი კის­კი­სის სი­ტყვე­ბად ქცე­ვას, რომ ვერ ვა­ხერ­ხებ.

თით­ქმის ცა­რი­ე­ლი მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნი საკ­მა­ოდ ნოს­ტალ­გი­უ­რია. ბევ­რს ფიქ­რობ, სრუ­ლად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ზე მათი გან­წყო­ბის ამო­კი­თხვას ცდი­ლობ (უმე­ტე­სო­ბას სევ­დი­ა­ნი მზე­რა აქვს, ადა­მი­ა­ნუ­რად სევ­დი­ა­ნი) , ფან­ჯა­რა­ში იყუ­რე­ბი და აკ­ვირ­დე­ბი გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს;"ა პუნ­ქტი­დან" - "ბ პუნ­ქტამ­დე". ოთხკუ­თხედ ფან­ჯა­რა­ში ნა­ხა­ტე­ბი ისა­ხე­ბა, ფო­ტო­ა­პა­რა­ტის ფი­რი­ვით. მა­ტა­რე­ბე­ლი მიქ­რის, ის­წრაფ­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პუნ­ქტის­კენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­რეთ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. შემ­დე­გი მა­ტა­რე­ბე­ლიც ამ გზას გა­ივ­ლის, იმ "ნა­ხა­ტებს" და­ი­ნა­ხავს ჩემს ად­გი­ლას მჯდო­მი მგზავ­რი, რა­საც მე ვუ­ყუ­რებ; ისევ "ა პუნ­ქტი­დან" - "ბ პუნ­ქტამ­დე" და კვლავ გა­აგ­რძე­ლებს ასე სი­ა­რულს, სა­ნამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. ბო­ლოს და­იღ­ლე­ბა, დაძ­ველ­დე­ბა და უკა­ნას­კნე­ლი რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ამა­ყად მი­ი­ძი­ნებს.

ადა­მი­ა­ნე­ბიც მა­ტა­რებ­ლე­ბი ვართ. ვის­წრაფ­ვით და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პუნ­ქტის­კენ და ვაკ­ვირ­დე­ბით ფან­ჯრე­ბი­დან "ნა­ხა­ტებს"... სა­ბო­ლო­ოდ წუ­თი­სო­ფელ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სრულ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა გვინ­და ეს, თუ არა (ხში­რად და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პუნ­ქტის მი­უღ­წევ­ლად) და ვი­ძი­ნებთ.

29 აგ­ვის­ტოს ჩემი ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი ტკი­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა.ჩემი ნოდო დღეს 50 წლის გახ­დე­ბო­და" - წერს მა­რი­ამ ხა­დუ­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×