რეზონანსი
29.08.2020

ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში ამ მომენტისთვის ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯუნლგებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და ამჟამად სულ ხანძრის 1 600-ზე მეტი კერაა, რაც გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია.

ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა 34.5%-ით არის გაზრდილი. გარემოსდამცველი ორგანიზაციები ბრაზილიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტროპიკული ტყეების მასობრივი განადგურება შეაჩერონ.

ბრაზილიის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ჯუნგლებში ხანძრის არსებობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მისი მტრების მიერ გავრცელებული სიცრუეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×